კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 2.5-ჯერ მეტმა ადამიანმა იყიდა მანქანა, ანუ მეტი შემოსავალი აქვთ

თბილისში რეგისტრირებული იყო 200 000 ავტომობილი 2012 წელს და დღეს თუ არის მეტი გაჭირვება, უნდა იყოს 200 000-ზე ნაკლები, ხო? დღეს არის 500 000 ავტომობილი რეგისტრირებული. ანუ ორნახევარჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო თბილისში ავტომობილის შეძენა. მარტივად, ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, თუ 200 000 იყო და 5 წლის შემდეგ არის 500 000, ადამიანებს აქვთ მეტი შემოსავალი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ TV პირველის ეთერში ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, 2012 წლის შემდეგ, "400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან და 750 ათასი ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები