თამბაქოს რეგულაციები

ზოიძე: ნაცვლად იმისა, შვილების კვებას მოახმარონ, უღარიბესი ოჯახები თამბაქოში ხარჯავენ ფულს

კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი აღმასრულებელი ხელისუფლებას იმისთვის, რომ ასეთ კარგ, სასიკეთო საქმეს აკეთებს ჩვენი მომავალი თაობისთვის, რასაც ჰქვია თამბაქოს ეპიდემიის შეჩერება და მერე უკან დაბრუნება. ეს ადვილი არ იქნება, ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, არ გაიზარდოს მწეველთა რაოდენობა და ნელ-ნელა, წლების განმავლობაში, ამ რეგულაციების საშუალებით კიდევ შემცირდება, იმიტომ, რომ ახალი მწეველები აღარ ჩაერთვებიან, ბავშვები, რომლებიც არიან ყველაზე დიდი სამიზნე თამბაქოს ინდუსტრიის და ჩვენი კანონისაც ასევე, რომ ისინი დავიცვათ ამ დამღუპველი ჩვევისგან, რომელიც დამღუპველია არამხოლოდ მათი ჯანმრთელობისთვის, არამედ ჯიბისთვისაც, იმიტომ, რომ ძალიან ძვირია ეს ყველაფერი და სიღარიბის ერთერთი ფაქტორია გარკვეული ოჯახების, იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, საკუთარი შვილების კვებას მოახმარონ, ამ ნარკოდამოკიდებულების, ნიკოტინდამოკიდებულების ჩვევის დაკმაყოფილებისთვის ხარჯავენ თანხას უღარიბესი ოჯახებიც კი

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თამბაქოს რეგულაციების შესახებ.

კომენტარები