თამბაქოს რეგულაციები

ზოიძე: თამბაქოს ვერაგი ინდუსტრიის მარკეტინგი მიმართულია ბავშვებსა და ქალებზე

მთელი ამ თამბაქოს ვერაგი ინდუსტრიის არსი ის არის, რომ მარკეტინგი მიმართულია ბავშვებსა და ქალებზე. იმიტომ, რომ მამაკაცების 57% ეწევა, მეტს ვეღარ მოიზიდავენ, 14% არის ქალების და აქ დიდ პოტენციალს ხედავენ, რომ მოიზიდონ და ბავშვები, იმიტომ, რომ ახალი მწეველის გარეშე... სტატისტიკით ცნობილია, რომ მწეველთა ნახევარი დროზე ადრე იღუპება და მათ სჭირდებათ მუდმივად ახალი მომხმარებლის შემოდინება, რომლებიც ნიკოტინდამოკიდებული გახდება. და რაც ადრე წამოაგებენ ამ ანკესზე ბავშვებს, მათთვის მით უფრო მნიშვნელოვანია.

ამიტომ, მთელი მარკეტინგი, მათ შორის, განთავსების სტრატეგია, როგორ არის თამბაქოს კოლოფი დადებული, ეს ყველაფერი ჩვენ გავითვალისწინეთ. ეს არ არის ახირება, რომ არ უნდა იყოს თამბაქო განთავსებული ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილას, რაც ბავშვს მოხვდება თვალში, არ უნდა იყოს ლამაზად განათებული სარეკლამოდ და ა.შ, ამ კუთხით აღსრულება არის ძალიან კარგი, მეტიც, შემოსავლების სამსახურმა კიდევ 21 კაცი დაიმატა, რომ გარკვეული რეგულაციები აღსრულდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თამბაქოს რეგულაციების შესახებ.

კომენტარები