ოქრუაშვილი: დიდი მადლობა ბოკერიას, რომ კარგი არაფერი თქვა ჩემზე

დიდი მადლობა გიგა ბოკერიას, რომ კარგი არაფერი თქვა ჩემზე. არანაირი სურვილი არ მქონდა, რამე კარგი მომესმინა, დიდი მადლობა მას ასეთი შეფასებისთვის. ბოკერიასგან კარგის თქმა ავტომატურად ნიშნავდა ჩემთვის ცუდს.

თქვა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი. გიგა ბოკერიას თქმით, იმ პოლიტიკურ ლიდერებთან და ფიგურებთან, რომლებიც მოსკოვში დადიან, მოსკოვის პროპაგანდაში მონაწილეობენ, ან სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებენ, არ ითანამშრომლებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები