გამოხატვის თავისუფლება

კობახიძე: სიძულვილის ენა ის საკითხია, შეიძლება, შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება

როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ეხები, რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, სიძულვილის ენა ის საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში

პარლამენტის თავმჯდომარემ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივას "ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური" უწოდა. კახა ბექაურის თქმით, მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს.

კომენტარები