ზურა ხაჩიძე

ხაჩიძე: არ ვედრები არავის, მაგრამ ზელენსკის, შვარცენეგერს და რეიგანს გაგახსენებთ

როცა პოლიტიკურ გუნდს უკავშირებ შენს ცხოვრებას, რაც უნდა მომღერალი იყო და საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანი იყო, როცა მხარე ხდები, ბუნებრივია ოპონირების რეჟიმში ჩნდება მეორე მხარე. მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემი მთავარი მიზანი არის ის გაჭირვება, რაც არის სამცხე-ჯავახეთში, ჩემი მთავარი გამოწვევა არის საზოგადოებასთან კონტაქტი და მათი პრობლემების დამარცხება გუბერნატორთან ერთად. ზოგადად ეს მომღერლები და მსახიობები მიდიან პოლიტიკაში და საკმადო წარმატებულებიც არიან. არ ვედრები არავის, მაგრამ ზელენსკის გაგახსენებთ, შვარცენეგერს გაგახსენებთ, რეიგანს გაგახსენებთ. შეხედეთ უკრაინის მაგალითზე, ზელენსკიმ თავდაყირა დააყენა, სულ შეცვალა პოლიტიკის კონფიგურაცია და სხვა მიზნები დაუსახა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ადამიანი გადის და კარვებში აკეთებს შეხვედრებს მინისტრებთან და საზოგადოებას ხვდება. ძალიან მომწონს ზელენსკი და ძალიან ვგულშემატკივრობ. ასევე შვარცენეგერი სხვა მომღერლებიც, მსოფლიოში აპრობირებულია...მყავს ოპონენტები, მაგრამ მათაც მინდა ვუთხრა გულწრფელად, თქვენც მიყვარხართ, გავიდეს 6 თვე და შემდეგ შემაფასეთ და მერე დავითვალოთ შემოდგომაზე წიწილები.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახლადდანიშნული მოადგილე ზურა ხაჩიძე ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში რეაქცია ცნობილი მომღერლებისა და მსახიობები პოლიტიკურ კარიერაზე საუბრობს.

კომენტარები