ლგბტ კვირეული

დავით ისაკაძე: არ ჩაგატარებინებთ "პრაიდს" ან სხვა ღონისძიებას, მოვალთ და ყველგან დავდგებით

არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ "პრაიდი" ან მარში ან სხვა ღონისძიება. მოვალთ და ყველგან დავდგებით. კულტურის, ისტორიის და სარწმუნოების ქვეყანა ვართ. არ გვეშლება, როგორ მოვიქცეთ. ამის დასტურია, თუნდაც ეს მშვიდობიანი დგომა, რომელიც დღეს სახეზეა. რომ არა ჩვენი სარწმუნოება, ისტორია და კულტურა, დღეს ეს საცოდავი ადამიანები, რომლებიც აშშ-მა პირდაპირ გამოგზავნა აქ იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაცია, კონფლიქტი, ანუ ფაქტობრივად, გაწირეს ეს ადამიანები. სამღვდელოება აქ იმისთვის ვართ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს. ქართულ პოლიციასთან ერთად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კულტურას და ისტორიას. მოგმართავთ ყველას, მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რადგანაც ეს არის დიდი პროვოკაცია

ინტერპრესნიუსის ცნობით, დეკანოზმა დავით ისაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე კონტრაქციაზე თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მიმართა.

კომენტარები