თბილისი პრაიდის აქცია

ხოშტარია: აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას

აქ არ არსებობს მხარეები, არსებობს მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიკრიბოს იქ, სადაც უნდა. აქ სახელმწიფომ თუ არ უზრუნველყო ეს უფლება, რომ ადამიანებს საფრთხის გარეშე შეეძლოთ შეკრება, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა აქ ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფი, არავის არ აქვს უფლება, დაბლოკონდა არ მიეცეთ შეკრების საშუალება. აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, შეკრებების და აზრის გამოხატვის უფლებას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს კონტრაქციის მონაწილეები და აქ დარჩენილებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი მშვიდად. ასე ხდება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში. 

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია კანცელარიასთან თბილისის პრაიდის წარმომადგენლების აქციაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქცია მართავენ . ხოშტარიას ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები