გიგი უგულავა

უგულავა: ეკლესიაა გასათავისუფლებელი მოძალადე, ბნელი, ანტიქტისტე რუსის აგენტურისაგან

სინამდვილეში გუშინ სწორედ ამათ აქციეს თბილისი სოდომად. ამათ უნდა დაიცვან იოანე ოქროპირის ეკლესია? უმცირესობის დაცვა ჩვენი ქრისტიანული ვალია. გუშინ უკვე მერამდენედ ვასაძემ & კომპანიამ შეურაცხყვეს იესოს სახელი. გუშინ მთვრალმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან ფეხქვეშ გათელა სიყვარულის მქადაგებელი იესოს სახელი. გუშინ ანდრია ჯაღმაიძის სახელით ქრისტეს ეკლესიამ იესო უარყო. გუშინ გამოჩნდა, რომ ჩვენ არა მარტო უმცირესობათა უფლებები გვაქვს დასაცავი, არამედ ეკლესიაა გასათავისუფლებელი მოძალადე, ბნელი, ანტიქტისტე რუსის აგენტურისაგან - მათგან, ვინც ავგიას თავლად გადააქცია ღვთის სახლი. დიახ, ეკლესიაში ჩაბუდებულო მოძალადე ფარისევლებო-რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს. სახარებით ხელში უმწეო მოქალაქეებს ატერორებთ და ამ სახარების ძალით, არა მარტო იმქვეყნიურ ჯოჯოხეთს მიიღებთ.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა გუშნ კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კომენტარები