ლგბტ კვირეული

ზურაბიშვილი: მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, თუმცა არ ვეთანხმები პროვოცირებას არცერთი მხრიდან

მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, რაც გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაცია - ჩემთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები რაღაცა პროვოცირებას დაპირისპირების არცერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის, რაც თავისი დაპირისპირებები აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, არ გვჭირდება გარედან გამოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები.

აღნიშნული განცხადება 15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედზე, ქრონიკის ეთერში გააკეთა.

კომენტარები