თბილისი პრაიდი

ვასაძის მუქარა ხელისუფლებას: ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ, არაფერი შეგეშალოთ

საკმარისი იყო აქციაზე ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და, აი, იმ ათ ცალ სკვინტლიან პერვერტს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, როგორც რაღაც იდოლებს, რომელთა შიში აქვთ. ეგეთი ბრძანება აქვთ და, აი, მაგ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა, ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას კორდონების ჩაყენებისა ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა. კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას, რანაირად ვიზამთ ამას, ამაზე შევთანხმდებით ხვალ

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ მორიგ სიძულვილით სავსე ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, სადაც "მხოლოდ კაცებს" 16 ივნისს, 20:00 საათზე ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა იქ იმსჯელონ იმ გზებზე, თუ როგორ ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულს.

კომენტარები