თბილისი პრაიდი

ვასაძე გახარიას: შე კაი კაცო, ნარკომანებს რომ ბოდიში მოუხადე, მოდი, ჩვენც მოგვიხადე ბოდიში

მაინტერესებს, რა უფლებით დააკავეს ჩვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები. ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში. მაინცდამაინც, ისე უნდა ვხაოდეთ და ვღაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ ამ მოედანზე? ვეძახი გახარიას, რომ მიხვედი, შე კაი კაცო, ნარკომანებს ბოდიშები უხადე, აგერ ვდგავართ და მოდი, მოგვიხადე ბოდიში. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. თუ სახელმწიფო უარს ამბობს წესრიგის დაცვაზე, ამ წესრიგს ჩვენ დავიცავთ. სულ მთელი მსოფლიოს ელჩები თბილისში რომ ჩამოვიდნენ და ეჭიჭყინონ ამ მთავრობას, აქციის გამართვის უფლებას მათ არ მივცემთ

ეს განცხადება პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის ჩაშლას გეგმავდნენ. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები