თბილისი პრაიდი

ბოკერია: კონტრაქციის ლიდერები უმცირესობების კი არა, საქართველოს თავისუფლების მტრები არიან

კონტრაქციის ორგანიზატორები, პირველ რიგში, ვასაძე, ლორთქიფანიძე და ესენი, არიან საქართველოში თითოეული ადამიანის თავისუფლების მტრები, არა მხოლოდ უმცირესობების და მთლიანად საქართველოს თავისუფლების მტრები. ეს ხალხი პირდაპირ არის დაკავშირებული პუტინთან, პირდაპირ ქადაგებს ძალადობას და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ხელისუფლება სადაც საჭიროა, იქ მიმართავდეს ადეკვატურ ზომებს, როცა ხდება მოწოდება ღია ძალადობისკენ და ძალადობას მერე სჩადიან, იქ ლიდერები დააკავოს, ამის მაგივრად რაღაც შუამავლის როლს იღებს, რითიც პრაქტიკულად პრივილეგიას ანიჭებს მოძალადეებს

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს, სადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. წყარო: რუსთავი 2

კომენტარები