პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ბოკერიას შემოქმედებითი წვის შედეგად დაბადებული პლაკატი 2 წამში გაქრა

მხარდამჭერი ხომ არ ჰყავთ (საკუთარი ოჯახის წევრებიც სხვა პარტიებს აძლევენ ხმას) და ამ ტრაგიკულ ფონზე, ბოკერიას პოლიტჯგუფი ყურადღების მიპყრობას იმითი ცდილობს, რომ თბილისის საკრებულოს აივანზე ბოკერიას ორმა ახალგაზრდა პარტმუშაკმა "გმირობა" ჩაიდინა- პლაკატი გადმოკიდა და ეს პლაკატი 2 წამში გაქრა... წარმოდგენა არა გვაქვს, ვინ გააქრო, რადგან იმ ახალგაზრდას არ ვიცნობთ.

სიმართლე გითხრათ, არც ხალხს მიუქცევია ყურადღება ბოკერიას შემოქმედებითი წვის შედეგად დაბადებული პლაკატისთვის, ვინაიდან აივანს ეკრანი ფარავდა... და არც აქციის ორგანიზატორები გადავრეულვართ, - ეს რა მოხდაო. ბოკერიას ახალგაზრდა პარტმუშაკებო, სხვა დროს ზურგიდან ნუ მოგვეპარებით, თუ პლაკატის გამოფენა დაგჭირდებათ, გვითხარით და დაგეხმარებით გამოფენაში... მეტი კრეატიულობა, მეტი! ისე, საინტერესოა, რამდენი საათი დახარჯეთ ამ "გრანდიოზული პროექტის" მოფიქრებაზე?!

წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი რიმა ინაშვილი. 15 ივნისს ევროპულმა საქართველომ პატრიოტთა ალიანსის აქციაზე საკრებულოდან ბანერი გადმოფინა, "ნატო აქუარობას." აქცია, სახელწოდებით "დავიცვათ დავით გარეჯი", პრორუსული შინაარსისაა და რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ატარებდა, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნა იყო. დროშა მალევე ჩამოხიეს.

კომენტარები