ლგბტ კვირეული

ვასაძე: იგეგმება ლგბტ ან NGO-ს წევრის მკვლელობა, რომ ჩვენ დაგვაბრალონ

დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ, რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩონონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქითა მხარეს, ზვარაკად უნდათ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობო წევრი ან მამათმავალი და ჩვენ დაგვაბრალონ. ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვად ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს.

თუ მაინც უნდათ, რომ ეს მოხდეს, აგერ ვარ რვა შვილის მამა, მე მესროლონ ის ტყვია და ნურავის იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნუ შეწირავენ ზვარაკად

სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორი ლევან ვასაძე ამბობს, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმები" იქმნება. ვასაძის თქმით, რაზმები დაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძე ამბობს, რომ თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს".

კომენტარები