ლგბტ კვირეული

მინდიაშვილი: რუსეთს, ვასაძის მეშვეობით, საქართველოში კონსტიტუციური წყობის დამხობა სურს

მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთს, ვასაძის მეშვეობით, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა სურს, უფრო სწორად, ლიბერალურ-დემოკრატიული რეჟიმის, კონსტიტუციური წყობის დამხობა, სხვა შემთხვევაში, ის ვერ გააუქმებს დემოკრატიას და ვერ გადაიყვანს ქვეყანას ტოტალური ქაოსის რეჟიმში, ვერ შეცვლის დასავლურ კურსს. ასე იკითხება ეს ამბავი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ლევან ვასაძის ძალადობრივი განცხადებების შესახებ. ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ვასაძემ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმების" შექმნა დააანონსა. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და "იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად". ვასაძე ამბობს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს".

კომენტარები