თბილისი პრაიდი

მამა თამაზი: სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოშალეს ამ კომბლეებმა, ოხრად დაგვრჩება ყველაფერი

დღეს, როცა ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებთ სახელმწიფო ძალაუფლების მტვირთველთ. სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი. ეს უნდა ესმოდეს ყველას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი თამაზ ლომიძე ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება. ცნობისთვის, 16 ივნისს, ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები