ლგბტ კვირეული

კვიციანი: პრაიდი არ ჩატარდება და თუ ჩატარდება, ერთ დღესაც ამოვწყვეტილვართ ქართველები

ნუ მახსენებთ მაგას თქვენ, მე ვიცი რომ დეპუტატი ვარ, სწორედ იმ ხალხის მიერ არჩეული.ამიტომ, მე ვიზიარებიმ ხალხის აზრს და გეუბნებით, რომ პრაიდი არ ჩატარდება საქართველოში და თუ ჩატარდება, ერთ დღესაც ამოვწყვეტილვართ ქართველები.

ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა, ჩვენ გვყავს მსოფლიოში აღიარებული, ყველაზე ბრძენი პატრიარქი. ჩვენმა საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ ყოვლად დაუშვებელია სოდომ-გომორის ცოდვა ჩავადენინოთ ჩვენს ქვეყანაში. ალბათ იცით, რომ ჩვენ გვაქვს წმინდა დედაქალაქი. წმინდა დედაქალაქად აღიარებული მცხეთა და ჩვენს ქვეყანაში გეი პარადი არ უნდა ჩატარდეს. გუშინ ლევან ვასაძის ლაპარაკი იყო სწორედ ხალხის ყივილი, რაც აწუხებს ხალხს.

ამბობს პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები