თბილისი პრაიდი

მამა დავითი პრაიდზე: ხელისუფლებამ უნდა წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს და იყვნენ იქ

როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ დამსხდარიყვნენ კანცელარიის კიბეებთან. ჩვენი არასამთავრობოები, რომლებიც მათ იცავენ, დაფინანსებას საიდან იღებენ? ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლების საელჩოებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? ხელისუფლებამ იცით რა უნდა ქნას? ეს ოცი კაცი უნდა შეკრიბოს და უთხრას, "ბავშვებო, გაჩერდითო" წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, დაგვანებონ ჩვენ თავი. თან ეგენი ხომ არ მრავლდებიან. არ სჭირდებათ. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნა, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც.

მამა დავით ნოზაძემ ამის შესახებ პრესკლუბში "კვირა" დღეს, 18 ივნისს ისაუბრა. თბილისი პრაიდის ღონისძიებები 18-23 ივნისსაა დაგეგმილი. სიძულვილის ჯგუფები კვირეულის ძალადობრივად ჩაშლით იმუქრებიან.

კომენტარები