თბილისი პრაიდი

უსუფაშვილი: ივანიშვილმა თავისი წესრიგის დამკვიდრება დაიწყო, ამან მიგვიყვანა ვასაძეებამდე

N1 პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არის ხელისუფლების დეფიციტი. ვასაძემ გამოგვიცხადა თავისი წესრიგი - მე რასაც ვთვლი წესად, იმის დასაცავად გამოვდივარ გარეთო. ესაა ქართული ოცნების არასწორი მმართველობის პირდაპირი შედეგი, იმიტომ, რომ ქართული ოცნება და მისი ლიდერი გვეუბნებიან: მე ვადგენ ცხოვრების წესევს, მე, კერძო ადამიანიო. კონსტიტუციაში რა წერია, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვსო. აგერ, ახლა გამოდის ვინმე ვასაძე და გვეუბნება, ახლა მე დავადგენ ჩემს წესებსო. პანკისში სხვები ამბობენ, ჩვენ ჩვენს წესრიგს დავადგენთო, სხვაგან, ბიზნეს წრეებში ამბობენ - ჩვენ ჩვენს წესრიგს დავადგენთო. როდესაც ივანიშვილმა გამოგვიცხადა, ბიზნესმენებს მე ვეუბნები - სასამართლოში არ წახვიდეთ, ჩემთან მოდით, მე მოგარიგებთ და მე გაგარკვევთო. ალტერნატიული წესების და წესრიგის დამკვიდრება დაიწყო, ამან მიგვიყვანა ვასაძეებამდე და ბევრ ასეთ მოვლენებამდე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა საბაბით განვითარდეს

ინტერპრესნიუსის ცნობით, შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებზე.

კომენტარები