ლევან ვასაძე

ვასაძე: ცოტა ნაწყენი ვარ, რომ არ დამიბარეს დაკითხვაზე, ყველა დაიბარეს ჩემ გარდა

არაფერი დასამალი ჩვენ არ გვაქვს, არ გავურბივართ არავითარ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან, გუშინ დაბარებული იყო 28 თუ 30 კაცი, ჩვენ გვესმის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ჩაატაროს გამოძიება, რადგან საქმე აღიძრა. მე ცოტა ნაწყენი ვარ რომ არ დამიბარეს დაკითხვაზე, ყველა დაიბარეს ჩემს გარდა, რა დავაშავე ამისთანა. მე არ  თქვი კაცო რაც ითქვა, დამიძახეთ მეც და მეც მოგცემთ ჩვენებას. 

16 ივნისს ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო.

კომენტარები