ლგბტ კვირეული

"მოვედი, როგორც ქართული მისიის წარმომადგენელი" - კორკოტაშვილი ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს

კონსტიტუციურად, საზოგადოების დიდ ნაწილს, არ აწყობს რომ პრაიდი გაიმართოს. აზრზე არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს თხოვნაცაა, მოთხოვნაცაა და ხელისუფლებისადმი მიმართვაცაა. რომ ხედავ რომ ესენი გაჩუმდებიან და უკნიდან ვიღაც პოლიტიკოსები და ან ისინი აწვებიან, მიდით მიდით. თუ ამათმა რამე გამართეს უბრალოდ დათვალიერებაში მოიყვანეთ და ნახავთ, რომ ელგებეტეს 10 წევრი იქნება და მათი გულშემატკივარი იქნება შეიძლება 100 კაცი რომელიც ელოდება დასავლეთიდან დაფინანსებას. ვიცნობთ მე და ლევანი ერთმანეთს კაი ხანია. მე უბრალოდ აქ მოვედი როგორც ქართული მისიის წარმომადგენელი, ჩემს ჯგუფთან ერთად. 

გია კორკოტაშვილი ვერის ბაღში მივიდა და პრორუს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.  16 ივნისს ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო.

კომენტარები