ირაკლი ოქრუაშვილის პარტია

ოქრუაშვილი: დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილად

ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს და სახელწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება.

ასევე მივმართავთ თითოეულ პოლიციელს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება და მათი მხრიდან სახელმწიფოს ინტერესების ხელში აღება.

ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს, 18 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ოქრუაშვილი ლევან ვასაძის განცხადებებსა და ძალადობრივ ჯგუფებს ეხმაურება.

კომენტარები