ზედანია: ამ დღეებში თელ-ავივში პრაიდი ჩატარდა, ამით არც ტრადიციები და არც რელიგია დაუკარგავთ

თუ ტრადიციებისა და რელიგიის ერთგულ ქვეყანაზეა საუბარი, ძნელი საპოვნელია იმაზე კარგი მაგალითი, ვიდრე ისრაელია.

ესაა ქვეყანა, სადაც ლაპარაკობენ ბიბლიის ენაზე - ზუსტად იმ ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ ძველი ებრაელები პირველ ათასწლეულში ძველი წელთაღრიცხვით; ესაა ქვეყანა, სადაც დღემდე ზედმიწევნით იცავენ შაბათს; ესაა ქვეყანა, რომელსაც კოდიფიცირებული კონსტიტუცია არ აქვს, მათ შორის იმიტომაც, რომ ვერ მოახერხეს მისი თანხმობაში მოყვანა იუდაისტურ რელიგიასთან.

ჰოდა, ამ დღეებში თელ-ავივში პრაიდი ჩატარდა, რომელშიც ორასორმოცდაათმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ამით არც ტრადიციები დაუკარგავთ და არც - რელიგია.

გაკვეთილი: რამენაირად ჩვენც უნდა მოვახერხოთ და მოვიქცეთ როგორც ცივილიზებული საზოგადოება. ერთი კვირის განმავლობაში მაინც. ამით დავიწყოთ.

ცივილიზებული საზოგადოება კი ისაა, სადაც ადამიანები სხვა ადამიანებს ფიზიკური ძალის გამოყენებით არ აშინებენ და არ ამცირებენ. ცივილიზაციის სხვა დეფინიცია დღეს უკვე აღარ არსებობს.

წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები