მშვენიერაძე პრაიდზე: თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს მოქალაქეების დაცვას, უნდა წავიდეს სახლში

ერთ მხარეს გვყავს მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სურთ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ისარგებლონ და ჩაატარონ მშვიდობიანი მსვლელობა. მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფრად აგდებენ კანონს, კონსტიტუციას, დემოკრატიული საზოგადოების წესწყობილებას და ამბობენ, რომ ჩვენ ვიძალადებთ ადამიანებზე თუკი ისინი საკუთარი უფლებით ისარგებლებენ და ამ დროს გვესმის პოზიცია სახელმწიფოსგან, რომ ისინი ვერ დაიცავენ მშვიდობიან ადამიანებს. თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას და კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, მაშინ უნდა წავიდეს სახლში. თუკი აპირებს და ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, მაშინ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება

ამბობს რუსთავი 2-თან საუბარში იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

კომენტარები