ბოკერია: ოპოზიციამ რომ თქვას, "ოცნების" ღონისძიებაზე კომბლებით მივალთო, რას იზამს პოლიცია?

მოდი, ასეთი თეორიული ვარიანტი წარმოვიდგინოთ, რომ მიხვდეთ, რომ ასე საკითხის დაყენება არასწორია: ქართული ოცნების ღონისძიება რომ ტარდებოდეს, ივანიშვილი რომ გამოდიოდეს სიტყვით და იქვე ღარიბაშვილი, იქვე ირმა ინაშვილი რომ მიიწვიონ, იქვე რომ მიიყვანონ ქართული მარშის წევრები, 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ, ანუ ყველა ის ხალხი, ვინც მე პოლიტიკურად სამარცხვინო ადამიანებად მიმაჩნია და ძალიან არ მომწონს. 

ამ დროს, ოპოზიციის რაღაც ნაწილი რომ შეიკრიბოს და თქვას, რომ ჩვენ ახლა მივალთ და კომბლებით უნდა გავრეკოთ იქიდან ივანიშვილი, ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი, ინაშვილი, რაინდის მიმდევრები, რას იზამს პოლიცია, როგორ ფიქრობთ? მრავალწლიანი მუხლებით [დაგვაკავებენ], სახელმწიფო გადატრიალების მუხლები შეიძლება წაგვიყენონ. და 500-ლარიანი ჯარიმები კი არ იქნება, იქ თუ ვინმე მივა, მიახლოების საშუალებას არც კი მოგცემენ, ხო? ამის მიხედვით გააკეთეთ დასკვნა, სახელმწიფო არ შეიძლება ექცეოდეს ადამიანებს სხვადასხვანაირად იმის მიხედვით, ვინ არიან ისინი, სახელმწიფო რაღაც ქმედებების გამო უნდა ექცეოდეს ადამიანებს სხვადასხვანაირად

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია იმედის ეთერში, თბილისი პრაიდის შესახებ ლევან ვასაძის გაკეთებული ძალადობრივი მოწოდებების შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები