ვასაძე: შსს დაგვპირდა, რომ პრაიდი არ იქნება, არ მაინტერესებს, მამათმავლები რას ჭიჭყინებენ

ე.წ პრაიდის გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, თქვენ თქვენი სიტყვა შეასრულეთ და არ ჩააატარებინეთ, ვერ გაბედეს ამის ჩატარება, იმედია, ასე იქნება დანარჩენ დღეებშიც. იმისთვის, რომ რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგათ თქვენი მიმართულებით, რომ განახოთ ჩვენი კეთილი ნება ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დაცვისა, მინდა გაგიკეთოთ ძალიან დიდი საჩუქარი და პრინციპში, ბოლო საჩუქარი, ამის იქით აღარანაირი საჩუქრები აღარ იქნება და გეშინოდეთ, თუ გამოიწვევთ არეულობას ქვეყანაში. საჩუქარი არის ასეთი - მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, სახალხო საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს, მამათმავლები რას ჭიჭყინებენ, და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს - კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ

ლევან ვასაძე მორიგ ჰომოფობიურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, კომბლები სხვენში შეინახონ. მისი თქმით, შსს დაპირდა, რომ პრაიდი არ იქნება და არ აინტერესებს, თავად ორგანიზატორები რას იტყვიან. ცნობისთვის, თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ დაგეგმილ ღირსების მარშს ჩაატარებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები