თბილისი პრაიდი

დიაკონი ირაკლი: შეიყვარეთ განსხვავებული და მაშინ იქნებით ჭეშმარიტი ადამიანები

ნუთუ შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა ისიც, რომ ამ შეკრებილთ ფაშისტური მოწოდებები ეკეთებინათ? მაგალითად, გერმანია მსგავსი შინაარსის შემცველ ქმედებას კრძალავს, მეტიც დასჯადია. დასჯადია ასევე ფაშისტური სიმბოლიკის შემცველი ხელის მოძრაობა და წამოძახილი. ანუ, საკანონმდებლო თავისუფლების ყველა კანონს, კონკრეტულ კონტექსტში, კონკრტულ რეგიონში, რაღაც შემზღუდავი, ან უფრო მარეგულირებელი წესიც აქვს. მიუხედავად ზემოთხსენებული აზრისა, აღნიშნულ ქმედებებს, კანონებსა და მათ აღსრულებას სახემწიფო კონსტიტუცია არეგულირებს და ხელისუფლება მის აღსრულებასა და დაცვაზე ზრუნავს (უნდა ზრუნავდეს).

და რა როლი აქვს აქ ეკლესიას? ეკლესიის უპირველესი მიზანი ადამიანის სულის ცხონებაა. ზეციური ეკლესიის მიწიერი წარმომადგენლობა კი ამ მხრივ უამრავი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენი, როგორც ეკლესიის მსახურთა ვალდებულება თმენაში მდგომარეობს - არ წამოვეგოთ რა მიწიე საცდურთ, ძალადობას, უზნეობას, ბოროტებას - მაშასადამე წმინდად შევინარჩუნოთ ღმრთის ხატება და მუდმივად ვესწრაფოდეთ მის მსგავსებას.

როგორც ქრისტესმიერი დიაკონი, მოვალე ვარ მოგიწოდებდეთ სიყვარულისა და თმენისკენ. ნუ გახდებით ნურც გარყვნი ხორცისა და ნურც გარყვნილი იდეოლოგიის მსხვერპლნი - არა ძალადობას! არა მუშტ, ქამარსა და კომბალს, მაგრამ ასევე, არა ფსიქოლოგიურ ძალადობას სხვადასხვა მიუღებელი იდეოლოგიით! ყოველივე ბოროტების მკურნალი კი სიყვარულია!

უთხარით უარი საკუთარ თავს, არ შეურაცხყოს თქვენგან განსხვავებული ადამიანი; დაითმინოს, შეიწყნაროს და შეიყვაროს იგი. მოიძულეთ უსჯულოება, მაგრამ შეიყვარეთ განსხვავებული და მაშინ იქნებით ჭეშმარიტი ადამიანები

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა Facebook-ზე წერს.

კომენტარები