ლგბტ კვირეული

ჩუგოშვილი პრაიდზე: ბევრ ქვეყანაში არ ტარდება იმიტომ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება მძლავრია

ერთის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ძალაა მეორე მხარეს ასე ვთქვათ, დაპირისპირებული და სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა, არავინ არ დაზიანდეს ფიზიკურად და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველყოს. აგრესია ძალიან დიდია. ზოგადად ეს ისეთი თემაა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არაა რთული. არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ვერ ატარებენ. არ ტარდება ბევრ ქვეყანაში მსგავსი გამოსვლები, სწორედ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება საკმაოდ მძლავრია. შესაბამისად საქართველოში კიდევ უფრო რთულია მსგავსი ღონისძიებების გამართვა

უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"

კომენტარები