მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

ქანთარია: ვიღაცას რომ ცოტა თავი გაენძრია, გაიაზრებდა, რომ ეს არენა არ უნდა გაემზადებინათ

მე მაინც მგონია, რომ ეს არის წინდაუხედავობა და არა შეგნებული [ნაბიჯი]. ეს არის წინდაუხედავობა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სამშობლოს ცოდნა არის გაფერმკრთალებული, ფეხებში კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს თავში, გულში და ეს უნდა იყოს ცოდნაზე დაამყარებული, აქ რომ ვიღაცას ცოტა თავი გაენძრია, ის მაშინვე გაიაზრებდა, რომ როცა თავმჯდომარე არის სწორედ რუსი დეპუტატი, ეს არენა არ შეიძლებოდა ამ თავყრილობისთვის გაემზადებინათ. ეს უნდა გაეკეთებინა იმას, ვისაც ევალებოდა, ვისი პასუხისმგებლობაც არის, ეს გაირკვევა

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება.

კომენტარები