მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

უგულავა: კობახიძის სავარძელში ზის გავრილოვი, ეს უკვე თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია

ის რაც დღეს ვნახეთ უკვე აისბერგის ბოლო წვერი იყო, რამაც გააცოფა მთელი ქართული საზოგადოება, ერთიანობაში უნდა დავინახოთ რაც ხდება თბილისის ქუჩებში უკანასკნელ დღეებში, რუსეთის მიერ ხელდასმული პირები შეიარაღებული კომბლებით და ქამრებით დადიან და უდანაშაულო ადამიანებს უსწორდებიან, ჩვენ ვნახეთ გუშინ საყურის გამო ნაცემი ადამიანები, ან ადამიანებს როგორ შეუვარდნენ სახლში ფარდის ფერის გამო, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ აფინანსებს რუსეთი.

დანია ზუსტად ასე დაიპყრო ფაშისტურმა გერმანიამ, ასე უცბად შეგზავნა ჯარისკაცები, რომლებიც ერთ X მომენტში ადგნენ და ყველანი ფორმით გამოვიდნენ, დადგნენ ცენტრალურ მოედანზე. ზუსტად, დაახლოებით იგივე რამე ხდება, ქუჩებში დადიან ეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსებისგან იმართებიან და დებოშს აწყობენ. აგერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის გავრილოვი, რომელიც ქვეყანაში შემოსაშვები არ არის, თუ ჩვენ ოდნავი თავმოყვარეობა გვაქვს. აქ უკვე თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება.

კომენტარები