მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

სესიაშვილი: ბოდიში და არ მგონია, რომ ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ერთმანეთს უნდა ვეჩხუბოთ

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსი დელეგაციები არიან და ამ ფორმატებს ვიყენებთ, რომ ვუთხრათ მათ, რომ ისინი არიან ოკუპანტები. თუმცა, ჩვენთვის უფრო მგრძნობიარე და აღმაშფოთებელი იყო ამ ფორმით გავრილოვის აქ ყოფნა. მაგრამ, ჩვენ ყველა ერთ აზრზე ვართ და ბოდიში და არ მგონია, რომ ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ერთმანეთს უნდა ვეჩხუბოთ

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები