მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

სესიაშვილი: კობახიძემ ფორუმზე ძალიან სწორი აქცენტებით თავისი ადგილი მიუჩინა რუსებს

თქვენ ნახეთ ირაკლი კობახიძის გამოსვლა ამ ფორუმზეც, სადაც მან ძალიან სწორი აქცენტებით თავისი ადგილი მიუჩინა რუსებს. ამით ჩვენ ის ფორუმი გამოვიყენეთ, სადაც რუსეთიცაა წარმოდგენილი და რუსებმა თავიანთ კოლეგებთან ერთად მოისმინეს ის, რაც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაა. ეს ფორმატი გამოსაყენებელი იყო, მაგრამ ამ ფორმას, რაც მივიღეთ, ვაკრიტიკებთ. მაგრამ შინაარსით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, პირველ რიგში, საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანი და რუსეთს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ არ ექნებათ მათ კომფორტული ფორმატი არსად. ეს მოხდა საქართველოში და ამან დაგვაზიანა, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ დედამიწის ზურგზე, ყველგან ექნებათ რუსებს პრობლება, რადგან ისინი არიან ოკუპანტები და არღვევენ საერთაშორისო სამართალს

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები