მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

მამა ანდრია გავრილოვზე: ხელახალი ოკუპაციაც შეიძლება ეწოდოს ამას

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, რაიმე მართლმადიდებლობაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, უხერხულიც კია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის ყველა იმ ადამიანისა, ვინც ეს პიროვნება შემოიყვანა საქართველოში და ოკუპანტი ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეურაცხყოფდა თავისივე განცხადებებით, ეს ადამიანი დღეს დაგვისვეს პირდაპირ საქართველოს ცენტრში.

ხელახალი ოკუპაციაც შეიძლება ეწოდოს ამას ერთგვარად იმ ადამიანების მხრიდან წახალისებული, რომლებიც წინ მოუძღოდნენ გავრილოვს და მის მეგობრებს.

ჩვენთვის დასაგმობია, არანაირი მართლმადიდებლობა აქ არ ჩანს, მართლმადიდებლობა იქნება პირველ რიგში, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანას თავისი ტერიტორიები დაუბრუნოს. არათუ ტერიტორიებს გვიბრუნებენ, პირიქით, დაგვცინიან ასეთი ქმედებებით

მღვდელმონაზონი ანდრია სარია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები