აქცია პარლამენტთან

სააკაშვილი: მოვუწოდებ რეგიონებიდან დაიძრან თბილისისკენ ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად

მინდა აღფრთოვანება გამოვხატო აქციის მონაწილეების გამბედაობით, ძალიან მაგარი ხალხია. ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ეს არის საერთო სახალხო აქცია, ერთდოულად ეთერში ახლა ამ აქციას უყურებს დაახლოებით 18 500 ადამიანი, ეს არის აბსოლუტური ისტორიული რეკორდი საქართველოში ნებისმიერი ფეისბუქ აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და ქართველები მსოფლიო მასშტაბით არიან დამდგარი ფეხზე. მე მინდა მოვუწოდო რეგიონებიდან ჩვეულებრივ ადამიანებს და ყველას, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, ან იმ ხალხს, ვინც არ მეთანხმება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, დაიძრან თბილისისკენ ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად. მე ვიცი, რომ სენაკიდან წამოვიდა ხალხი, წალენჯიხიდან წამოვიდა ხალხი, ვიცი, რომ აჭარიდან მოდის ხალხი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას. მოლდოვამ მოიშორა, სომხეთმა მოიშორა, უკრაინამ მოიშორა, საქართველო არავისზე ნაკლები არ არის. აბა თქვენ იცით, ძალიან გთხოვთ რეგიონებიდან დაიძარით, ყველანაირ საორგანიზაციო დახმარებას აღგიქვამთ, მაგრამ ახლა უკვე ვისაც შეუძლია თავისი რესურსებით უნდა დაიძრას უახლოეს წუთებში, უახლოეს საათებში. ახლა არ გვაქვს დასაკარგი დრო. ახლა არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, რომ თავი დაიძვრინოს აქედან.

მიხეილ სააკაშვილმა მოწოდება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

კომენტარები