აქცია პარლამენტთან

ბახტაძე: ენმ ცდილობს საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან, არ გამოუვათ

ის, რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის – თავისუფლებისთვის. ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვია და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველა წევრთან.

თავდაპირველად პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით დაიწყო. საქართელოში ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი. მაგრამ ბოლო ორი საათის განმავლობაში რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის ძალადობა, მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. მთელი 7 წლის განმავლობაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, შემოეტანა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში და მას ეს არ გამოსდიოდა და არც არასოდეს გამოუვა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლასა და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.

კომენტარები