ევროპული საქართველო

ბოკერია: საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს მოვუწოდებთ დავრჩეთ მშვიდობიან ჩარჩოებში

რაც შეეხება აბსოლუტურად საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს, რომ დავრჩეთ მთლიანად ჩარჩოებში, მშვიდობიან ჩარჩოებში, როგორც ეს იყო მთელი დღის განმავლობაში. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სამარცხვინოდ იქცეოდა ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში დეპუტატებს არ უშვებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდობიანი შესვლა აქ ვერც მოხერხდება იმდენი პოლიციაა მობილიზებული. ამიტომ მოვუწოდოთ მათ და ეს მათი გადასაწყვეტი არის ზოგაგდად რა გზას აირჩევენ, ჩვენ არ ვართ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ მოვუწოდებთ მათ, რომ თავი შეიკავონ ამ ტიპის მოქმედებებისგან ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ შეუწყონ ხელი ვითარების პროვოცირებას, როგორი პროვოკაციაც იყო მელიას დაკავების მცდელობისას რამდენიმე საათით ადრე.

აღნიშნული ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ 20 ივნისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

კომენტარები