მეუფე ზენონი: ხელისუფლებავ, მოშურნეობით აღასრულე შენი ხალხის სისხლისღვრა!

ხელისუფლება,
ნეტავ, ვისი გული გაახარე?!

ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს!

ყოჩაღ ხელისუფლებავ!
როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება?
დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე, როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ.
ნეტავ, ვისი გული გაახარე?!

არ აღმოგაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე, არ აღმოგაჩნდა პასუხისმგებლობა ოდესღაც ნდობით გამსჭვალული, მწარე სვე-ბედისგან დათრგუნული შენი ხალხის მიმართ. რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა. სამართლიანად მოგკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული. ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება შიშველი ხელებით, საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და ნაცვლად პასუხისმგებლობით და მზრუნველობით მოპყრობისა ბარბაროსული მეთოდებოთ მიმართე ძალის დემონსტრირებას.
ნუთუ, ვერ ხვდები რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციის დარბევის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები