აქციის დარბევა

ბახტაძე: პასუხს მოვთხოვთ გუნდის იმ წევრებს, ვისმა შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება

ახლა მნიშვნელოვანია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხვალ რასაკვირველია პროცესები გაგრძელდება, ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმა შექმნეს ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად ჩვენ ყოველმიზეზგარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოები და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხიმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვსურს მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აქციის დარბევის შესახებ ქართულ ოცნებასი გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები