აქციის დარბევა

ბოკერია აქციაზე: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ვითარების რადიკალიზაციისთვის

ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ და ახლა მთავარი გზავნილის გაკეთება იმაზე, რომ ვიღაცის დაჭერას აპირებენ, მითუმეტეს პოლიტიკურ ოპოზიციაზე საუბარი, რომელიც ცდილობდა ვითარების დამშვიდებას არის სრული უპასუხისმგებლობა და უგუნურება და ეს არის ქვეყნისთვის სახიფათო. გამოსავალი ჩვენი გუნდის აზრით, არის ბატონი გახარიას გადადგომა, როგორც პოლიტიკური ფიგურა ის პასუხისმგებელია ამ ვაქხანალიაზე ამ სამარცხვინო ნაბიჯებზე. კობახიძის გადადგომა, რომელიც იქამდე პასუხიმგებელი იყო ამ კრიზისის შექმნაზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც არის მთელი საზოგადოების მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ ხელისუფლებას და მერე არჩევნების ჩატარება, ეს არის ჩვენი პოზიცია. მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. ზოგი მათგანი იმდენად აღშფოთებულია, ჩვენ გვიწევდა მათი გაჩერება და საკმაოდ რთული იყო ეს. ევროპული საქართველოს პოზიცია იყო და არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ მხოლოდ კანონის ფარგლებში მყოფი და მშვიდობიანი პროტესტის მომხრე ვართ და ეს არის ჩვენი მოწოდება ახლაც, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ვითარების რადიკალიზაციისთვის. ხელისუფლება არის პასუხიმგებელი და ივანიშვილი ამ ყველაფერზე

ევროპული საქართელოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი ორის ეთერში მამუკა ბახტაძის განცხადებაზე საუბრობს, რომელმაც თქვა, რომ აქციაზე "მივიღეთ რევანშს მოწყურებული დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა," და ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.

კომენტარები