ეპისკოპოსი მალხას სონღულაშვილი ხელისუფლებას: შეიბრალეთ საკუთარი ხალხი!

წარწერა კედელზე: "მენე, მენე, თეკელ უ ფარსინ" (ღმერთი ბაბილობის მეფეს: აგწონე და მსუბუქი გამოდექი).

სადაც ხელისუფლება უმცირესობებს უცხადებს, რომ მათ ვერ დაიცავს, ხოლო საკუთარი ძალაუფლების დასაცავად ულმობლად და დალაპარაკების გარეშე იბრძვის, აქ უკვე ყველაფერი გასაგებია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, დიალოგისა და კომპრომისების გზით განმუხტოს უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა. შეიბრალეთ საკუთარი ხალხი!

ვლოცულობთ, რომ ღმერთმა აარიდოს ჩვენი ქვეყანა განსაცდელს და ეს მწარე გამოცდილება სასიკეთდ შემოუტრიალოს ჩვენს ხალხს

აქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შესახებ ხელისუფლებას მიმართავს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები