მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ძალიან ბევრი ემიგრანტი იღებს ბილეთს და მოდის საქართველოში აქციაზე

ძალიან ბევრი ადამიანი იძვრება ახლა რეგიონებიდან. ჩვენ მოვუწოდეთ გუშინ, რომ ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში და შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს. ივანიშვილის თავგასულობასა და გუშინდელ კატასტროფასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ემიგრანტი იღებს ბილეთს და მოდის, ახლა მატყობინებენ ყველა მხრიდან. ასევე რეგიონებიდან მასობრივად მოდის ხალხი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის სპეცრაზმს ის ცრემლსადენი გაზი პრაქტიკულად გაუთავდა და მე მინდა ვთხოვო მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელობას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს არ მიაწოდონ ივანიშვილს ცრემლსადენი გაზი, არ მიაწოდონ ქართველი ხალხის დასასჯელად, იმიტომ რომ ივანიშვილის სულ მალე გაქუსლავს საქართველოდან, თუ მოვასწარით ჩვენ მას საქართველოში ვაგებინებთ პასუხს ქართველ ხალხზე განხორციელებულ ძარცვაზე და ძალადობაზე, მაგრამ ჩვენს მეზობლებთან ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, მივმართავ მეზობელ ქვეყნებს ივანიშვილს გაუთავდა ცრემლსადენი გაზი და არცერთ შემთხვევაში არ მოხდეს ამ მარაგების შევსება.

მინდა მადლობა ვუთხრა ელჩებს, ივანიშვილი აპირებდა გუშინ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის დაკავებას და ასევე ფიქრობდნენ რუსთავი ორზე შეტევის განხორციელებაზე და ელჩებმა მათ ეს გადააფიქრებინეს და ეს უკვე კარგი მიღწევაა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საღამოს ვიყოთ ბევრი. ეს არის გადამწყვეტი. პრაქტიკულად ივანიშვილის რეჟიმი ღაფავს სულს. მოლდოვაში ახლახან გაიქცა ოლიგარქი. ყველას გადავცეთ ახლობლებს, მეგობრებს, მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ყველამ დაურეკეთ ნათესავებს. ხალხი მოდის სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, ახალქალაქიდან, ყველა მხრიდან და ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი. ახლა ხალხის რაოდენობა არის გადამწყვეტი, ივანიშვილის რეჟიმმა გადააბიჯა ბოლო ზღვარს. მცდელობა აქვს ჩამოყალიბდეს ძალადობრივ დიქტატურად და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ საქართველოს და ჩვენი შვილების მომავლიდან გამომდიანრე. გუშინ ჩვენ გვიცემეს ახალგაზრდები რუსების გამო, სუნიანი რუსი დეპუტატის გამო. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, ახლა გადავდოთ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმეები  შეურთდეთ საღამოს თბილისში დაგეგმილ აქციას, რომლის მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობის და ივანიშვილის მოშორება, მისი მარწუხების ჩამოაშორება ქართველი ხალხის ბედის განკარგვისგან. ყველაფერი გამოგვივა, მოლდოვად გამოუვიდა, უკრაინას და სომხეთს გამოუვიდა, საქართველოს რატომ არ უდნა გამოუვიდეს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ხალხს facebook live-ში მიმართავს.

კომენტარები