20 ივნისის აქცია

პრეზიდენტი: ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციას

ამ დილით გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეწყვეტილიყო ვიზიტი ბელორუსიაში და ევროპულ თამაშებზე დასწრება, თუმცა, ამ დილითვე, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თვითონ გადაწყვიტა, რომ მაინც შემხვედროდა და მოკლე საუბარი გვქონდა ამ დილით, წამოსვლის წინ.

ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი უფრო ადგილზე სიტუაციას და ასევე, იმ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ეს არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, ბელარუსში ვიზიტს წყვეტს.

კომენტარები