აბსოლუტურად არაადეკვატური და ცინიკურია ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, კობახიძის თალაკვაძის შეცვლის თაობაზე. გუშინ იყო მომენტი, როდესაც ლეგიტიმურ პროტესტზე ეს ნაბიჯი მართლაც ჩააცხრობდა ვითარებას, გარკვეულწილად, თუმცა პრობლემას არ აღმოფხვრიდა. დღეს, მას შემდეგ რაც ადამიანებს დამიზნებით დაუშინეს რეზინის ტყვიები, ახრჩობდნენ გაზში და რა სიასტიკეც ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად არაადეკვატური ნაბიჯია. პლიუს, ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნებისგან პოლიციის ქმედებების ქება და გამართლება, ამიტომ დღეს მთავარი მოთხოვნები არის, გახარიას გადადგომა და რაც მთავარია, ფუნდამენტური ცვლილება, რაც იქნება პროპორციული არჩევნები. ამ მიზნების გარშემო ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.
tbl.ge/3sgq
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ. როგორც დღეს ოცნებაში თქვეს, კობახიძეს არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებს.
ამავე თემაზე
- უსუფაშვილი: კობახიძე იმ საღამოსვე რომ გადამდგარიყო, ავიცილებდით ძალიან ბევრ საშინელებას
- ხულორდავა: ირაკლი კობახიძის გადადგომა ცოტათი დაგვიანებული იყო
- თალაკვაძე: ჩემთვის რთულია იმაზე საუბარი, რომ ირაკლი კობახიძეს შევცვლი
- გაბაშვილი: კობახიძის გადადგომა მეტ-ნაკლებად ადეკვატური პასუხი იქნებოდა გუშინ დილით
- მდინარაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნის გამო გადადგა, მწარედ ცდება