მეუფე პეტრე: თუ დღეს ისევ განმეორდა დაპირისპირება, ცოცხალი კედელით ჩავდგებით შუაში

ვინაიდან გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება. უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ გუშინ, პოლიციის მიერ პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები