ანტირუსული აქციის დარბევა პარლამენტთან

სტრონსკი აქციის დარბევაზე: ეს პასუხი ყაზახეთის მთავრობაზე უარესი იყო. ქვეყნის იმიჯი ილახება

შოკირებული ვარ. ეს არ არის ის პასუხი, რასაც ველოდი საქართველოს მთავრობისგან. განსაკუთრებით, ამ მთავრობსიგან, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და არ დაარბევდნენ [აქციას]. ეს პასუხი უარესი იყო ვიდრე ყაზახეთის მთავრობის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დაარბია საპროტესტო აქცია. მათ დაარბიეს ხალხი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. შოკისმომგვრელია, რომ ეს მოხდა. მე კიდევ არ მესმის კარგად რა მოვლენები უძღოდა წინ. ვიცი, რომ იყო შეშფოთება, რომ შეიჭრებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ქმედება გადამეტებული ჩანს... ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, როგორიც ამ მთავრობამ თქვა, რომ იქნებოდნენ. ქართული დემოკრატია სწორედ ასეთ მომენტებში იცვლება და მსურს ვიხილო უფრო ეტაპობრივი განვითარება, როდესაც ქართველ ხალხს საშუალება ექნება მათი ნება ინსტიტუტების მეშვეობით გამოხატონ. ახლა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს, რომ ქუჩაში გასვლის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ, და სხვა არჩევანი არ აქვთ იმის გარდა, რომ ეს შემთხვევები გამოიყენონ რათა მოითხოვონ ის ცვლილებები, რაც სურთ. დროა საზოგადოებასა და მთავრობას შორის რეალური დიალოგი შედგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და უზრუნველყონ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება... რაც მოხდა ლახავს საქართელოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

თქვა კარნეგის ფონდის უფროსმა მკვლევარმა პოლ სტრონსკიმ ამერიკის ხმასთან პარლამენტის წინ გამართული აქციის დარბევაზე საუბრისას.

კომენტარები