გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: გარეჯი, კომბლები, დაჯგუფება - რუსეთს გაუჩნდა ჩვენი მის ორბიტაზე დაბრუნების ილუზია

ეს არ არის ხელისუფლების ერთადერთი პრობლემა, არც გავრილოვშია პრობლემა, გავრილოვი მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. რეალურად, ეს ყველაფერი მზადდებოდა. მზადდებოდა იმ ნარატივით, რასაც ვუყურებდით გარეჯის პრობლემისთვის რელიგიური, ერთმორწმუნეობის და მსოფლმხედველობრივი განზომილების მიცემით. შემდგომში ეს კომბლების თლა და სხვენში შეწყობები, 100 ათასიანი ლაშქარი 50 ადამიანის გასაკოჭად, ეს ყველაფერი გროვდებოდა. ამის ფუნდამენტი იყო ერთმორწმუნეობა და ირიბად, დასავლეთის დემონიზაცია. რუსეთს როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში გაუჩნდა ილუზია, რომ საქართველო საკმაოდ მწიფე იყო იმისათვის, რომ დაბრუნებულიყო მის ორბიტაზე. მე ვფიქრობ, რომ თვალის ჩაპაჭუნებებმა თბილისიდან, რუსეთს გაუჩნა განცდა, რომ მას უკვე შეუძლია რბილი ძალის გამოყენება გააქტიუროს და მისი გამოყენების ინტენსივობა გაზარდოს და ამის ილუზია შეუქმნა არამხოლოდ იმ ფაქტებმა რაც მე ვთქვი, არამედ იმანაც, რომ ხელისუფლებამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებად საპრეზიდენტო, თუ შუალედურ არჩევნებში, აქცია ულტრაკონსერვატული ძალები. ძალები, რომლებიც მუდმივად ლაპარაკობენ მიუმხრობლობის პოლიტიკაზე, ნეიტრალიტეტზე და ასე შემდეგ. როცა რუსეთი ამას უყურებდა, მას გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლების და საზოგადოების დაბრუნება მის ორბიტაზე მიღწევადი ამოცანა იყო და დაიწყო რბილი ძალის შტურმი სხვადასხვა მიმართულებით. გარეჯიც ამის ნაწილი იყო, რუსეთის ინტერესია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში გაუგებრობის შეტანა და რაც მთავარია ამისთვის რელიგიური, მსოფლმხედველობრივი განზომილების მიცემა და აგენტურა ამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობდა. ეს იყო მოცემულობა, გავრილოვი უბრალოდ გახდა კატალიზატორი ამ ყველაფრის, პრობლემა ხო მართლა იმაში არ არის, რომ გავრილოვი სადღაც ვიღაცის სავარძელში ჩასკუპდა, უბრალოდ ამან გადაავსო ფიალა და შესაბამისად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ მისცა ამაზე მწვავე რეაქცია,

კომენტარები