მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით აქციის დაშლა უფრო ადვილად შეიძლებოდა

მე ვფიქრობ, უფრო ადვილად შეიძლებოდა დაშლა [აქციის], თუნდაც წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით. რომ დასველდებოდი ადამიანი, თან თვალები მერე აცრემლიანებული გექნებოდა, მაგდენჯერ აღარ მობრუნდებოდი საჩხუბრად 

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 20 ივნისის აქციაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომენტარები