საქართველო-რუსეთი

ხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის

მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!

წერს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე facebook-ზე

კომენტარები