ანტისაოკუპაციო აქცია

მამა ილია: სადისტები ციხეში, თავისუფლება დაკავებულებს, კომპენსაცია დაზარალებულებს!

მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გათავისუფლოთ 21 ივნისს უსამართლოდ და ვანდალურად დაპატიმრებული და ნაცემი ასობით თანამემამულე, მათ შორის კრისტალური მამულიშვილები, მკვლევარი ისტორიკოსი ძმები, ხვადაგიანები (საისტ. საზოგ. "სოვლაბის" წევრები), რომლებიც იცავდნენ თქვენი უნიათობით, თუ გამყიდველური ქმედებით შელახულ საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას და სუვერენიტეტს. სახელმწიფო სტრუქტურების სადისტური ქმედების გამო დაზარელებულ მოქალაქეებს დაენიშნოთ სათანადო ფულადი კომპენსაცია ცემისა და სხეულის დაზიანების გამო. სათანადოდ პასუხი აგონ შსს-ს პასუხისმგებელმა პირებმა, რათა აღარასოდეს განმეორდეს ძალის გადამეტებული, სადისტური გამოყენება მშვიდობიანი, თუ გნებავთ აღელვებული დემონსტრატების მიმართ.

ძირს ძალადობა და უსამართლობა!

გაუმარჯოს სუვერენულ და ძლიერ საქართველოს!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები